ბერას აწყენინა და მანიაკი სამხარაძის დაკვეთაც ასრულდა? – ხოშტარია წულაიას დაკავებაზე

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია გოგი წულაიას დაკავებას ეხმიანება. ხოშტარია პოლიტიკოსის დაკავებას ბერა ივანიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენებას უკავშირებს.

“ანუ ბერას აწყენინა და მანიაკი სამხარაძის დაკვეთაც ასრულდა?”,– წერს ხოშტარია Facebook–ზე.

გოგი წულაია ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დღეს, თბილისში დააკავეს. სავარაუდო დაზარალებული ქალი ამბობს, რომ წულაიამ მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.

ცნობისთვის, 10 მარტს გოგი წულაია გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილსა და მის შვილს, ბერა ივანიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატმა დიტო სამხარაძემ მხარდამჭერებს მისი გინებისკენ მოუწოდა.