ბიძაჩემი ასეთ ხალხს “უტრაკო ყარაჩოღლებს” ეძახდა – გია ნოდია ბერაზე

პოლიტოლოგი გია ნოდია ბერა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს და ამბობს, რომ ბიძამისი ბერასნაირ ხალხს “უტრაკო ყარაჩოღელებს” ეძახდა.

“ვეცადე, მენახა ბერას ინტერვიუ. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამას რომ ვუყურებდი – ვაღიარებ, რომ დავმარცხდი და ბოლომდე ვერ გავუძელი. ბერას პრიმიტივიზმი საცოდაობაში გადადის. პირველ რიგში ასეთია მისი ყოყლოჩინობა: “ქართველი კაცი დედის გინებას ვის შეარჩენს”, – მაგრამ საქმის გასარჩევად თვითონ კი არ მიდის, მამამისის დაცვის უფროსს აგზავნის (ეს იმ შემთხვევაში, თუ ერთი წუთით დავიჯერებთ, თითქოს ეს 2011 წლის ჩანაწერებია – თუმცა ამის არგუმენტები სრულიად უმწეოა). ბიძაჩემი ასეთ ხალხს “უტრაკო ყარაჩოღლებს” ეძახდა (სრულწლოვან ბერაზე ვამბობ, დედამისს არ ვეხები)”,– წერს ნოდია Facebook–ზე.

მისივე შეფასებით, ტელეკომპანია იმედი რუსული ოფიციალური არხების დონეა.

“მაგრამ რაც ამაზრზენია – ეს არის წამყვანები. ისინი არც კი ცდილობენ, ითამაშონ მაინც დამოუკიდებელი ჟურნალისტების როლი და ოდნავ რთული შეკითხვა დაუსვან ხაზეინის შვილს (რაც ამ შემთხვევაში ძალიან ადვილი იყო): სრულიად ღიად და შეუნიღბავად უძვრებიან.

დიდი ხანია (ალბათ წლებია) “იმედისთვის” არ შემიხედავს, კიდევ კარგი, თავს რომ ვინახავ. ეს უკვე ერთი-ერთში რუსული ოფიციალური არხების დონეა (ალბათ, ტექნიკურად უარესი). ბიძინას უნდა, რომ მთელი ქართული მედია ასეთი იყოს”,– აცხადებს გია ნოდია.