ბერლინში 60 წლამდე ადამიანებისთვის ასტრაზენეკათი ვაქცინაცია შეაჩერეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში შეაჩერეს AstraZeneca–ს გამოყენება 60 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. ამის მიზეზი “იშვიათი” თრომბია, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ 31 ადამიანში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ბერლინის ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნის, დილეკ კალაიცის თქმით, ეს გადაწყვეტილება სიფრთხილის მიზნით მიიღეს, რათა დაელოდონ რეგულატორის რეკომენდაციებს ვაქცინის გვერდითი ეფექტების შესახებ.

მანამდე, ასტრაზენეკათი ვაქცინაცია 55 წლამდე ადამიანებისთვის შეაჩერეს ბერლინის სახელმწიფო საავადმყოფოებმა.