ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა – მან შიმშილობა დაიწყო

ფოტო: რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბესიკ თამლიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, რის შემდეგაც მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

თამლიანს გამოძიება 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავება.

გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. დღეს შსს-მ განაცხადა, რომ მასალების გაცნობის შემდეგ კიდევ 3 პირის დანაშაული გამოიკვეთა, რის გამოც ისინი სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.