ბილწთ არ შევეკვრი ზავითა – გედევან ფოფხაძე მეორე ტურში გასული კანდიდატის მხარდაჭერაზე

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, გედავენ ფოფხაძე კითხვაზე, ვის დაუჭერს მხარს არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში, ვაჟა-ფშაველას ლექსის ციტატით პასუხობს: “ბილწ არ შევეკვრი ზავითა”.

“ბილწთ არ შევეკვრი ზავითა. ეს ჩემთვის პრინციპული თემაა, ასე რომ, ვისაც ჩავთვლი რომ ბილწია, იმას ძალით არ შევეკვრები. ზოგადად მგონია, რომ არ უნდა დავაანონსო მეორე ტურთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. ჩემი ამოცანაა, რომ ყველაფერი გავაკეთო, რომ მეორე ტური მოხდეს და ამ მეორე ტურში ვიყო გია ვოლსკისთან მე. ამიტომ არ ვაპირებ წინასწარ მოდელირებას. მე მაქვს იდეოლოგიური და პრინციპული წინააღმდეგობები, როგორც ლელოსთან, ისე გირჩთან”,- ამბობს ფოფხაძე ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, დიდუბე-ჩუღურეთში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკია, გაერთიანებული ოპოზიციის-  ზურაბ ჯაფარიძე, ხოლო პარტია ლელოდან ლევან სამუშია.