“ბინძური პოლიტიკური ბრძოლის სქემა” – ანა დოლიძე პრეზიდენტს პასუხობს

2 წლის განმავლობაში, როდესაც უსასტიკესი თავდასხმები ხორციელდებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ძალიან ბევრი მიმართავა იყო სალომე ზურაბიშვილისადმი, რამე ეთქვა „კლანის“ მხრიდან განხორციელებულ ჩემს მიმართ თავდასხმაზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილი დუმილს არჩევდა. ამ ფონზე ახლა მისი უსწრაფესი გამოსვლა და ჩემთან დაკავშირებული საკითხის ამგვარი შეფასება, არის ლუსტრაცია იმ პროცესის, რომელიც მე თავიდანვე დავახასიათე – „ქოც-ნაცური“ ალიანსი დაინტერესებულია იმით, რომ არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე პოტენციური, ძლიერი ადამიანი ან შემადგენლობა, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის, – ასე აფასებს იუსტიციის უმარლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომლიც მან ანა დოლიძესთან დაკავშირებით გააკეთა.

„ნაზი ჯანეზაშვილი თურმე თვითონ ფარავდა დანაშაულს?! თუ თამარ ჩუგოშვილი მასთან 1 წელია ტელეფონზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც ჩემთვის, როგორც თანამებრძოლისთვის არ უთქვამს და ის ამას ფარავდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რა გამოდის?! თვითონ აღიარებს, რომ მონაწილეობდა დანაშაულის დამალვაში, სხვა არაფერი გამოდის. ეს ასე რატომ ხდება, იმიტომ, რომ დღეს არის ინტერესი ყველას, ვისაც მცირე შესაძლებლობა აქვს იმ მხრივ, რომ არ უსმინოს „ნაც-ქოცურ“ ალიანსს, სასწრაფოდ უნდა დაზიანდეს. აქ მე ვარ, ალეკო ელისაშვილიც, ხოლო თამარ ჩუგოშვილი საერთოდ რა შუაში იყო, არ მესმის.

2 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის დუმილი, როდესაც იუსტიციის საბჭოში ლამის ცემამდე იყო საქმე მისული და ამ პირობებში ახლა პრეზიდენტის კომფორტული ენით გამოსვლა, არის ამ სქემის გაშიფვრა. ეს არის ბინძური პოლიტიკური ბრძოლის სქემა, პირველ რიგში, ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ არამარტო ჩემს, არამედ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ინტერესში, რომ მხოლოდ მათ შექმნან დღის წესრიგი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კითხვას აპირებს, თუ არა დატოვოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობა, ანა დოლიძის განმარტებით, მან თავიდანვე განაცხადა, რომ აქვს თავისი დღის წესრიგი – თუ მიიღებს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ გაცხადდება და ასევე ცნობილი გახდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში. რაც შეეხება კანონის დარღვევას, დოლიძის განმარტებით, ის კანონს ზედმიწევნით ასრულებს.

„თუ ვინმეს სამართლებრივი პრეტენზია ჰქონდა, ველოდები ამის პრეზენტაციას არა პიარხრიკებით, არამედ სამართლებრივ ჩამოყალიბებას, რაზეც უარს ამობს ნაზი ჯანეზაშვილი. ამით აღიარებს, რომ ეს უბრალოდ ბინძური პოლიტიკური ბრძოლაა. ყველას მხრიდან, ვინც ფიქრობს, რომ აქ სამართლებრივად პრობლემაა, ველოდები სამართლებრივი არგუმენტაციის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო სასამართლოში. ჯერ მხოლოდ აბსურდული ბრალდებები ვნახე, რომ მე მაქვს ოფისი. ორგანიზაცია „მოძრაობა ხალხისთვის“ რეგისტირებულია ჩემს სახლში. ელემენტარული უნარ-ჩვევები ხომ უნდა გამოიყენო, რომ ინტერნეტში მოძებნო ანუ, დღესდღეობით ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებების ერთობა, რომელიც ძალიან ბევრი ტყუილისგან შედგება“, – განაცხადა დოლიძემ.