ბინძური პროვოკაციაა ეკლესიის, მამების წინააღმდეგ – ღარიბაშვილი ჩანაწერებზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილ ფარულ ჩანაწერებს სასულიერო პირების შესახებ. მისი თქმით, ეს ნაციონალური მოძრაობის “ბინძური პროვოკაციაა”

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების და მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის მთავარი ამოცანა იყო მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები.

ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს ერთერთი მთავარი სახელმწიფო უწყების – სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. რატომ? იმიტომ რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტირება მოახდინა”,– ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე მტკიცებით, ბოლო 30 წლი განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლება “ყველაზე ჰუმანურია”.