“ბიძინამ პრინციპში გვითხრა – თქვენ ღარიბაშვილის უცოდინარობაზე რომ ლაპარაკობთ, ეგ მე თქვენზე ადრე ვიცოდიო…
უბრალოდ ლენინმა შემიყვანა შეცდომაში, როცა თქვა, რომ «Любая кухарка может управлять госсударством»-ო… [ნებისმიერ მზარეულს შეუძლია სახელმწიფოს მართვა]”
ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესს, რომელზეც მან თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა. მისივე განცხადებით, მოქმედ პრემიერს არ აქვს არც ფინანსური და არც იურიდიული განათლება.