ბიძინას პოლიტიკური ქელეხის მენიუს ვათანხმებთ – ირაკლი ოქრუაშვილი

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გიგი უგულავასთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ისინი “ბიძინას პოლიტიკური ქელეხის მენიუს” ათანხმებენ.

“ბიძინას პოლიტიკური ქელეხის მენიუს ვათანხმებთ. კამათია სამარხვო გავაკეთოთ თუ ხორცით.”,– წერს ოქრუაშვილი Facebook–ზე.