ბიძინას ფატალური შეცდომა იყო გახარიას წასვლაზე თანხმობა-გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, როცა გახარიას პრემიერ მინისტრობიდან წასვლას დათანხმდა:

“ბიძინას ფატალური შეცდომა იყო გახარიას წასვლაზე თანხმობა.

მას სწორი არჩევანი რომ გაეკეთებინა, დღეს არც საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ექნებოდა ამდენი პრობლემა. არც პირადი უსაფრთხოების და კეთილდღეობის რისკები შეექმნებოდა.
ეს თეორიაა.

პრაქტიკულად კი მისი ქმედება კანონზომიერია, რადგან მან ეს ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ ამპარტავნებასთან, ზე-ადამიანის მითოლოგიის თვითდაჯერებასთან წააგო, რისი შედეგების გაფორმებაც უკვე გარდაუვალია.“–წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.