ბიძინა ივანიშვილის არ უთქვამს, მოღალატე იყოო – კალაძე გახარიაზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ივანიშვილს გახარიასთვის მოღალატე არ უწოდებია.

“ბიძინა ივანიშვილის არ უთქვამს, მოღალატე იყოო [გახარია]. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით. რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება ის კონკრეტულ მომენტში”,– ამბობს კალაძე.

გუშინ ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას პირდაპირ უწოდა გუნდისა და სახელმწიფოს მოღალატე.

“თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი”,– ვკითხულობთ ივანიშვილის წერილში.