ბიძინა ივანიშვილი ჩემგან ამნისტიაზე თანხმობას ვერ ეღირსება – ნიკა მელია

“ბიძინა ივანიშვილი ჩემგან ამნისტიაზე თანხმობას ვერ ეღირსება “- ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მისგან ამნისტიაზე თანხმობის განცხადებას ვერ მოისმენენ.

“ვერ ეღირსება “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი, ჩემგან იმ განცხადების მოსმენას, ან იმ განცხადების წერილობით წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე ან რასაც ამ რედაქციით ესენი ახმოვანებენ, რომ თითქოს არ უნდა უარვყო… გამორიცხულია.ოპოზიციური პარტიები, ჩემი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეთანხმების თანახმად მოხდეს მისი აღსრულება.კობახიძეს აქედან ვეუბნები, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს, ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც მას სურს.

ხო აპირებს ისეთი ჩანაწერის გაკეთებას ამნისტიის კანონპროექტში, სადაც ჩემი თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი, ჩემი პასუხი ხო იცის, თუ არის პრინციპული ღირებულებების მატარებელი, აბა მიდი რას გააკეთებს, ძალიან კარგად ვაკვირდები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.