ბლინკენი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადასცემს

აშშ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადასცემს – აღნიშნული ინფორმაცია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დაადასტურა. მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გამოაცხადა, რომელშიც ასევე შედის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა.

“დღევანდელი დახმარება მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს საკრუიზო რაკეტები, მოკლე დისტანციური ბალისტიკური რაკეტები და თვითმფრინავები მნიშვნელოვანი სიმაღლიდან, ვიდრე ეს ადრე მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეეძლო”, – თქვა ბლინკენმა.