ბოდიში საზოგადოებას… თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს – ირაკლი ფანგანი

“ბოდიში საზოგადოებას… თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს ” – წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლებული ირაკლი ფანგანი ბოდიშს უხდის საზოგადოებას მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, თუმცა არ ნანობს თავის საქციელს და თვლის, რომ სწორად მოიქცა.

„დიდი ბოდიში საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთი რამ მოხდა. მაგრამ, როცა ჩავლეიშვილი გადის-გამოდის, ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს შეურაცხყოფას აყენებს, მეც ავიღე ეს ნაგვის ურნა და დავახურე თავზე.თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ ანალოგიურს. ამ ეტაპზე გამომიშვეს, ხვალ იქნება ჩემი სასამართლო. ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული და ხვალ გავიგებთ დანარჩენს. გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ის, რაც გავაკეთე. ანალოგიური უნდა მოხდეს ყველა მოღალატის მიმართ, ვინც შევა პარლამენტში და ხალხის ხმას მოიპარავს. ყველას იგივე მოუწევს. მე არ ვნანობ ჩემს საქციელს”, – განაცხადა ირაკლი ფანგანმა.

 

შეგახსენებთ, უმაღლესი საბჭოს უპარტიო დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვის “ალტერნატივას ” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს.