ბოდიშს ვუხდი საქართველოს საზოგადოებას – ოპოზიცია და ხელისუფლება ისევ ვერ შეთანხმდნენ

“ბოდიშს ვუხდი საქართველოს საზოგადოებას”-  ქართული ოცნება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდა. ამის შესახებ, გიორგი ვაშაძემ, შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების 9 საათიანი შეხვედრა დასრულდა.

კრისტიან დანიელსონი დილით, 19 მარტს საქართველოს დატოვებს. მისი თქმით, მიშელის 6-პუნქტიანი გეგმიდან ნაწილზე თანხმობა არის, ნაწილზე კი ისევ არა.