ბოიკოტი იმიტომ იყო, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი,მსოფლიოს დაენახა დიქტატორული ქვეყანა – ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტს ჰქონდა თავისი მიზანი, კონკრეტულად კი ეს იყო რომ საქართველოში ყოფილიყო ერტპარტიული პარლამენტი. თაკო ჩარკვიანის თქმით, ამ ბოიკოტით მთელი მსოფლიო ნახავდა, რომ საქართველო არის დიქტატორული ქვეყანა. ამის შესახებ, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა. ჩარკვიანი პარლამენტში შესვლას არც ახლა ემხრობა, მათი გადაწყვეტილება კი დამოკიდებული იქნება ამომრჩევლის აზრზე, მისი თქმით, ისინი გამოკითხვას ჩაატარებენ.

”ჩვენ გავუნაწყენდით ხელმომწერებს, იმიტომ რომ ბოიკოტი იმიტომ იყო, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, ეს იყო ბოიკოტი, რომ მთელ მსოფლიოს ენახა, რომ დიქტატორული ქვეყანა არის. ახლაც არ არის გადაწყვეტილი პარლამენტში შესვლა, მე კარგად იცით, რომ უკიდურესად მომხრე ვარ არშესვლის, თანმიმდევრული ვიყავით როცა გამოვაცხადეთ ბოიკოტი და ეს იყო უმნიშვნელოვანესი და სწორი გადაწყვეტილება რამაც შეარყია ოლიგარქია”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.