ბოიკოტი მუშაობს, ხელისუფლებას მარტო დარჩენის შეეშინდა – უგულავა

”ბოიკოტი მუშაობს, ხელისუფლებას მარტო დარჩენის შეეშინდა”- ამის შესახებ, ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართულ ოცნებას მარტო დარჩენის შეეშინდა. ასე აფასებს ის საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების წევრებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა.

“ლუსტრაცია გრძელდება! ყოფილმა გირჩმა, აწ უკვე ქლიავების პარტიამ “ოცნებას” მოუწოდა, არ ეყარა კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის – სადაა მეგობრებო არჩევანის თავისუფლება, კონსტიტუციის პატივისცემა. მერე, ელჩი ჰარცელის მუქარამ, რომ ფასილიტაციიდან ელჩები გავიდოდნენ, ქოცები დააპანიკა, ახალ ქოცებსაც უტყდებოდათ კენჭისყრა. აირია ქოცისტანი და კენჭისყრა ჩააგდეს. ერთი ადგილი არ ეყოთ, მუხლები აუკანკალდათ, მარტო დარჩენის შეეშინდათ და რაც გაქაჩეს ესაა – ელისაშვილს გაყალბებაზე ლაპარაკი აუკრძალეს, მანაც მორჩილად ცხვირი დახარა. ბოიკოტი კი გრძელდება, მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნები და გიორგი რურუას განთავისუფლება. ბოიკოტი მუშაობს – გარეთაა დანარჩენი პოლიტპატიმრები.  ერთი სიტყვით, როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ – კრემლმა უკან დაიხია. ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ”, – წერს უგულავა.