“ჩვენ ვიყავით ბოიკოტის რეჟიმში, ამ ბოიკოტმა თავის მიზანს უკვე მიაღწია რეალურად და შემდეგი ეტაპი არის, რომ საპარლამენტო პლატფორმა გამოვიყენოთ სრულფასოვნად. მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც მთლიანმა ოპოზიციურმა სპექტრმა ვერ მიაღწია გადაწყვეტილებას, რომ ერთად დავტოვოთ [პარლამენტი] და ეს დემარში გაგვეკეთებინა, ყველას თავისი პოლიტიკური მოსაზრება აქვს, ამ შემთხვევაში ძალიან საღი გადაწყვეტილებაა ის, რომ ჩვენ დღეს ვბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას პარლამენტში. ესეც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენთ და უფრო ხმამაღლა უნდა გავგონოთ ჩვენს პარტნიორებსა და მოსახლეობას იმ პრობლემების შესახებ, რაც საქართველოში არის. რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილის თემა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელზეც ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ პარლამენტში”

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნონა მამულაშვილი TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობა პარტიის სტრატეგიას, მათ შორის საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ორშაბათს, 12:00 საათზე წარადგენს.