ბოკერია, ბაქრაძე და უგულავა ამბობენ, პოლიტპატიმრები ციხეში დარჩნენო – ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ევროპული საართველოს წევრები პოლიტპატიმრების ციხეში დატოვებაზე თანახმა არიან.

“რასაც ჩვენ ვითხოვდით 4 საკითხს, თითქმის ყველაფერზე ოცნება თანახმაა. ახლა რა ხდება, ბოკერია, ბაქრაძე, უგულავა და ისინი ამ მაგიდას აყირავებენ და იძახიან, რომ არ მოვაწერთ ამას ხელს, არ გვინდა მოლაპარაკებაო. მათ შორის, ამბობენ პოლიტპატიმრები ციხეში დარჩნენო. ასე გამოდის. შეთანხმება თუ ჩაიშლება, ციხეში არ დარჩება ის ხალხი?!”,– ამბობს ელისაშვილი ტვ პირველის ეთერში.

მისი განცხადებით, თუ შეთანხმება ჩაიშალა, პოლიტპატიმრები ციხეში დარჩებიან.

“მინდა, ივერი მელაშვილის მეუღლეს მივმართო. მან გამაკრიტიკა, თქვა, რომ არ მეგონა თუ ასე იქცეოდაო, არა, პირიქით, უსინდისო ვიყო, დიდი პატივისცემით, მოლაპარაკების მაგიდაზე პოლიტპატიმრებზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. შეთანხმებამდე არ ვართ მისულები, მაგრამ დიდი მოწიწებით ვამბობ, რომ პირიქით, შეთანხმება თუ ჩაიშალა, მაშინ დარჩებიან ისინი ციხეში, ამიტომაა საჭირო ხელმოწერა საჭირო. პოლიტპატიმრები თუ არ გამოუშვეს, მე არ შევალ პარლამენტში”,– აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ოპოზიციის 4–ვე მოთხოვნაზე თანახმაა, თუ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას დაამტკიცებს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ევროპულ საქართველოს შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურს. ელისაშვილი ირწმუნება, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოს მძევლად ჰყავს აყვანილი