ბოკერია განმარტავს რა შემთხვევაშია, ოპოზიცია პლებისციტზე თანახმა

ოპოზიციური პარტიებისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა დასრულდა. როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭოს, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ყველა პუნქტი შესრულდება, პარტია პლებისციტზე თანახმა იქნება.

“ჩვენი აზრით, ყველა სხვა საკითხი თუ წყდება, მელია თავისუფალია, რურუა თავისუფალია, საარჩევნო სისტემაზე, რეგულაციებზე, რა გზითაც გვჭირდება სვლა და რაც შეთავაზებებშია, სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც არის პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში იქაც ვიძვრით და დარჩა ეს საკვანძო სკითხი და აქ კომპრომისი გახდა აუცილებელი, რომ ხალხს ვკითხოთ სურთ თუ არა ვადამდელი არჩენების ჩატარება, ამ ყველაფრის შეცვლის შემდეგ, დიახ ჩვენ ამაზე თანახმა ვიქნებით”,-თქვა ბოკერიამ.