ბოლნისში კახა ოქრიაშვილის შტაბის ავტობუსს ქვები დაუშინეს

გაერთიანებული ოპოზიციის ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბის ავტობუსს ქვები დაუშინეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაზიანდა ავტობუსის გვერდით მდგარი სხვა ავტომობილებიც და ჩაიმსხვრა ერთერთი სააფთიაქო ქსელის შუშები.

ოპოზიციის წარმომადგნელები ქვებით დაშინებაში სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარ კანდიდატ გოგი მეშველიანსა და მის ძმას ადანაშაულებენ. მათი თქმით, მეშველიანის ძმა ხელმძღვანელობს “პატარა ბიჭების” ბანდას, რომლებიც მსგავს დანაშაულებს ღამ-ღამობით ჩადის.

ადგილზე გამოიება გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, თუმცა ამ დრომდე, არცერთი თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.