ბოლოს მაინც შემოხვალთ, ოღონდ მანამდე ბევრჯერ დაგამცირებთ სააკაშვილი – იონათამიშვილი ოპოზიციას

“ბოლოს მაინც შემოხვალთ, ოღონდ მანამდე ბევრჯერ დაგამცირებთ სააკაშვილი”- ასე ეხმაურება, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გარეთიანებული ოპოზიციის ბოიკოტს. მისი თქმით, ოპოზიცია  ბოლოს პარლამენტში მაინც შევა მაგრამ სანამ შევა სააკაშვილი მათ ბევრჯერ დასცინებს.

“ბოლოს, ზუსტად ვიცი, მაინც შემოხვალთ, ოღონდ მანამდე კიდევ ბევრჯერ დაგამცირებთ და დაგცინებთ ის ხელმოცარული კაცი (როგორც ფორმულას პირდაპირ ეთერში იყო, თუნდაც), ვინც თავის ჭკუაზე გიმსახურებთ დღესაც. უბრალოდ თქვენი ამომრჩევლის მხარდაჭერაც აღარ გექნებათ მაგ დროს, რადგან მათ იმიტომ აგირჩიეს, რომ იფიქრეს, სააკაშვილი აღარ იყო თქვენი ბატონი”, – წერს იონათამიშვილი.