ბოლო ორ კვირაში რუსეთმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა უკრაინაში შეჭრის პირველი კვირის შემდეგ – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა უკრაინაში შეჭრის პირველი კვირის შემდეგ. ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინის გენერალური შტაბის ყოველდღიურ სტატისტიკას იშველიებს  რუსების მსხვერპლის შესახებ.  მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის  დაზვერვა ვერ ამოწმებს უკრაინის მეთოდოლოგიას, უწყების ცნობით, ტენდენციები, რომლებიც მონაცემებში ვლინდება, სავარაუდოდ ზუსტია.

ბოლო ორ კვირაში უკრაინაში რუსეთის ფედერაცია დღეში საშუალოდ 824 ჯარისკაცს კარგავდა. ეს ოთხჯერ მეტია, ვიდრე 2022 წლის ზაფხულში.

რუსებს შორის დანაკარგების ზრდა, სხვა საკითხებთან ერთად, ფრონტზე გაწვრთნილი პერსონალის, კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობით არის განპირობებული – ამის მაგალითებია უგლედარი და ბახმუტი.