ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა

14 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 669 გახდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი 3 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 33 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 76 658
  • გამოჯანმრთელებულია – 58 674
  • გარდაცვლილია – 669
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 425
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 361
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 355