ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 4 048 ახალი შემთხვევა, 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 104 732
  • გამოჯანმრთელებულია – 85 639
  • გარდაცვლილია – 976
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2159
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3449
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6189
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.