ხუთშაბათი, 18 აპრილი , 2024, 13:59

“ბორია ჩემო ძვირფასო” – ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის მორიგი ჩანაწერები ვრცელდება

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მორიგი სატელოფონოს საუბარი ვრცელდება, რომელიც 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება. ჩანაწერს youtube არხი, ”Cyber Kmara” ავრცელებს.

ოლიგარქები თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ.

10 მარტი ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს ეუბნება, რომ სანქციების გვერდის ავლით სურს იმოქმედოს და მისტვის კონკრეტული შეთავაზება აქვს. ჩანაწერში საუბარია ალი უზდენოვზე, მის წარმომადგენელზე, ვიცე-პრეზიდენტზე და ამბობს რომ ეს პირი და დავითი ჩამოვლენ თბილისში და ივანიშვილს გაესაუბრებიან.

ვლადიმერი – ბორენკა, გამარჯობა ძვირფასო

ბიძინა – მიხარია შენი ხმა რომ მესმის

ვლადიმერი – ჰო, ჰო მეც

ბიძინა – სიტუაცია დიდად სასიხარულო არ არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ რა ვქნათ

ვლადიმერი – აბა რა უნდა ვქნათ, ბორია ჩვენ ცხოვრებამ უკვე იმდენჯერ გვაწვალა რომ გაძლებას უკვე შეგვაჩვიეს. ბორია..

ბიძინა – ჰო ვალოდია

ვლადიმერი – ერთი იდეა მაქვს, დავითი მოგაწვდით, დავითი ხომ ნახე…

ბიძინა – ჰო, ჰო, ჰო

ვლადიმერი – ჩემი მოადგილე, უზდიონოვი. მარცვლეულთან დაკავშირებით, ის შენთვისაც საინტერესოა და სხვებისთვისაც

ბიძინა – კარგი, კარგი!

ვლადიმერი – ამ საქმეში შენც თუ ჩაერთვები, ამაზე მეც წავალ

ბიძინა – კარგი, დავითს დავურეკო არა?

ვლადიმერი – არა, არა! ალი ახლა წინ მიზის. ის და დავითი მანდ მოვლენ.

ბიძინა – კარგი აქ დავხვდები.

ვლადიმერი – ჰო, შეხვდი და განიხილეთ. შენ თუ ჩაერთვები მაშინ ყველაფერს გავაკეთებთ.

ბიძინა – კარგი ვალოდია. კარგი ძვირფასო.

ვლადიმერი – კარგი, გეხვევი ძვირფასო

ბიძინა – გკოცნი

მეორე ჩანაწერში, რომელიც 12 მარტით თარიღდება, ოლიგარქი ამბობს, რომ თბილისში პრემიერ-მინისტრს ხვდებიან მისი წარმომადგენლები: ალი უზდენოვი და დავითი. ის სთხოვს ივანიშვილს,რომ მისი წარმომადგენლები მასპირადადაც გაესაუბრონ:

ბიძინა – ვალოდია გამარჯობა!

ვლადიმერი – ბორენიკა გამარჯობა ძვირფასო

ბიძინა – გამარჯობა ძვირფასო.

ვლადიმერი – ბორენკა, მითხარი თუ შეიძლება.. მოკლედ, ჩემი კაცი ჩამოვიდალ, იცი ალი..

ბიძინა – ჰო, შეხვედრას მაინც შეძლებ არა? პირდაპირ პრემიერთან გავუშვი, პრინციპში. ახალგაზრდაა, ყველაფერს თვითონ დაალაგებს.

რაც გასაკეთებელია ვუთხარი და ახლა შეიძლება ალი უკვე პრემიერს ხვდება.

ვლადიმერი – ისინი კი ხვდებიან. შენ მითხარი თვითონ ხომ შეძლებ შეხვდე?

ბიძინა – თუ საჭიროა. საჭირო თუ არაა ქალაქგარეთ ვარ და ჩემთვის ცოტა მოუხერხებელია, მაგრამ თუ აუცილებელია, მაშინ პრობლემა არაა.

ვლადიმერი – ბორია, შენ გთხოვ იმიტომ რომ ის ყველაფერს გეტყვის, რაც მე მინდა.

ბიძინა – აქ რამდენ ხანს იქნება? ხვალ შეიძლება თუ დღესაა აუცილებელი?

ვლადიმერი – ხვალ, ხვალ შეიძლება.

ბიძინა – კარგი

ვლადიმერი – მაშინ თუ შეიძლება ხვალ დაგირეკავს და მოვა, უბრალოდ ყველაფერს მოგიყვება რაც მე მინდა.

ბიძინა- კარგი

ვლადიმერი – კარგი გკოცნი.