ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება – მელია

ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თელავში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს მხარდამჭერებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს. მთელს საქართველოში კამპანიის ჩატარებას ვაპირებ. პირდაპირი გაგებით, შესვლა მართლა ყველა სოფელში მინდა.

ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება. შეიძლება ითქვას, თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება.

მჯერა საკუთარი თავის, მჯერა საკუთარი სიმართლის, მჯერა საკუთარი უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, რეპუტაციის. რამ უნდა შეგვიშალოს ხელი ციხემ?! ციხემ შემიშალა ხელი?! არა მგონია… ეს ყველაფერი მთელს საქართველოს უნდა გადაედოს და მჯერა, გადაედება! ხალხმა ყველგან უნდა დაგვინახოს. ვერც ჩინჩალაძე, მურუსიძე, კალაძე მიტაცებულ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ“, – განაცხადა მელიამ.