ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ეპისკოპოსს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებები, მათ შორის სიმსივნე, ჰქონდა.

მისივე ინფორმაციით, ეპისკოპოსმა ოპერაცია ცოტა ხნის წინ გაიკეთა.