ბორჯომში ბოლო ზარის მანქანა მდინარეში გადავარდა – 1 მოსწავლე დაიღუპა, 3 კი დაშავდა

ბორჯომში  მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე, ბოლო ზარის მანქანა, რომელშიც 4 მე-12 კლასელი იჯდა, მდინარეში გადავარდა. ერთი მოსწავლე ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება,  276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  დაშავებულები ბორჯომის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

“სამი პიროვნება შემოიყვანეს, სკოლის მოსწავლეები. მათ შორის, ორი ბორჯომში მცხოვრებია, ერთი კი სტუმრად იყო, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა. ნორმალურად არის, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ნიშნები არ აღენიშნებათ, ერთ-ერთს აქვს მოტეხილობა, უტარდებათ კვლევა და არიან დაკვირვების ქვეშ”. – ამბობს მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში ექიმი.