ბოსტნეული ივნისში 16.6%-ით გაძვირდა, ზეთი 47.1%-ით, შაქარი 13.7%-ით

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა – 2011 წლის შემდეგ ეს ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.

ივნისში ზეთი 47.1%-ით გაძვირდა, ბოსტნეული 16.6%-ით. ფასები ყველაზე მეტად მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ზეთი და ცხიმი – 47.1%
  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 16.6%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.7%
  • თევზეული – 11.1 %
  • რძე, ყველი და კვერცხი – 10.6%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 7.3%
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 7.2%
  • პური და პურპროდუქტები – 5.5%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 5.3%