ბრალის დამძიმებაზე, გომელაურისგან გაიგო, რომელმაც უთხრა რომ მდგომარეობა დაუმძიმდებოდა – ადვოკატი სოსო გოგაშვილზე

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი, დიმიტრი ღონღაძე აცხადებს, რომ ბრალის დამძიმების შესახებ, გოგაშილმა თავად, შს მინისტრისგან, ვახტანგ  გომელაურისგან გაიგო.როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გოგაშვილის ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე აცხადებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია მას დაკავებისას ელექტრონული მოწყობილობებით „ჩაუდეს“.

„ბრალდებას ორი ახალი მუხლი დაემატა, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. აღნიშნულს იოსებ გოგაშვილი აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ინფორმაციები მას 16 ივლისს, დაკავებისას, რასაც ის სპეცოპერაციას უწოდებს, სახლში „ჩაუდეს“. ამაზე არაერთი საჩივარი გვაქვს წარდგენილი და გამოძიებაც მიმდინარეობს. ამბობს, რომ ეს ინფორმაციები ელექტრომოწყობილობებით მოიტანეს და „ჩაუდეს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეს გრიფით “საიდუმლო” დაადეს, პროკურატურამ დამატებით ბრალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ბრალის ფორმულირება საჯაროდ გაავრცელა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფას შეეხება, რომ თითქოს, იოსებ გოგაშვილი საცხოვრებელ სახლში აღნიშნულ ინფორმაციას ინახავდა. ამით ცდილობენ შავი ლაქა მოსცხონ იოსებ გოგაშვილს, სანქცია იგივეა, რაც სხვა მუხლებზეა, უბრალოდ, ამით ცდილობენ მორალურად დააზიანონ იოსებ გოგაშვილი.

გარდა ამისა, ის ამბობს, მე ბრალის დამძიმების შესახებ მივიღე ინფორმაცია, როცა ვახტანგ გომელაურს ვესაუბრებოდი, რომელმაც მითხრა, რომ მდგომარეობა დამიმძიმდებოდაო. შეასრულეს და მეორე მხრივ, ბრალი ისეთ მუხლში დადეს, რომელიც მორალურად გასაკიცხი საქციელია“, – განაცხადა ღონღაძემ.