ბრედ პიტი მათი საერთო ფრანგული შატოს რუსი ოლიგარქისთვის მიყიდვის გამო ანჯელინა ჯოლის უჩივის

58 წლის ჰოლივუდის მსახიობი, ბრედ პიტი აცხადებს, რომ მისი ყოფილი ცოლი, ანჯელინა ჯოლი კვლავ უმწარებს ცხოვრებას. ამის შესახებ  Sky News იტყობინება.

როგორც ცნობილია, პიტმა რამდენიმე თვის წინ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თუმცა ამჯერად საქმე არ ეხება ბავშვებზე მეურვეობას. როგორც ირკვევა, ანჯელინა ჯოლიმ ჩუმად მიყიდა  მათი ერთობლივი მეღვინეობა Stoli Group Tenute del Mondo რუს ოლიგარქს, იური შეფლერს.

ჯოლიმ მხოლოდ საკუთარი წილი გაყიდა, თუმცა ჟურნალისტებმა მოიპოვეს წვდომა დოკუმენტებთან,  რომლებიც ადასტურებს, რომ ჯოლი ყველაფერს აკეთებდა, რათა მათი მრავალმილიონიანი მეღვინეობა მთლიანად გაეყიდა.

ჯოლიმ და პიტმა განქორწინებისას მოილაპარაკეს, რომ არასოდეს გაყიდდნენ ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე საფრანგეთის სამხრეთით მდებარე შატოს და ვენახებს, რომელიც 2008 წელს შეიძინეს.

“ ეს მამული და ვენახი პიტის გატაცება გახდა. სწორედ პიტის ხელმძვანელობით იქცა ის მრავალმილიონიან საერთაშორისო კომპანიად და მსოფლიოში ვარდისფერი ღვინის ერთ–ერთ საუკეთესო მწარმოებლად“– ნათქვამია სარჩელში, რომელიც პიტმა ლოს–ანჯელესის სასამართლოში შეიტანა.

პიტი ამტკიცებს,  რომ ანჯელიამ სპეციალურად დამალა მისგან ის პირობები, რომლითაც მისი წილი გაყიდა. პიტი გარიების ანულირებას და მისთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.

პიტის თქმით, მან ბოლო წლებში ბევრი დრო და ფული ჩადო ამ მეღვინეობაში, რათა ის წარმატებული გაეხადა. რუსი მილიარდერის, იური შეფლერის მონაწილეობამ კი, Chateau Miraval–ის მართვაში ბიზნესის განვითარებაში “ქაოსი დათესა“– წერია სარჩელში.

“ანჯელინა ჯოლიმ საიდუმლოდ განახორციელა მეღვინეობის გაყიდვა, შეგნებულად დაარღვია ბრედ პიტის სახელშეკრულებო უფლებები. ამგვარად ის ცდილობდა მიეღო დაუმსახურებელი მოგება და ყოფილი ქმრისთვის ზიანი მიეყენებინა.“– ნათქვამია დოკუმენტებში.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ჯერ კიდევ 2016 წელს განქორწინდნენ, თუმცა დღემდე განაგრძობენ ერთმანეთთან ბრძოლას მათი 6 შვილის გამო, რომელთაგან 3 მათი ბიოლოგიური შვილია.

წლების მანძილზე გრძელდებოდა სასამართლო პროცესები მათი განქორწინების საქმეზე.

ცოტა ხნის წინ პიტს საერთო მეურვეობის უფლება მისცეს, თუმცა ანჯელინამ აპელაცია შეიტანა და მოსამართლის აცილებას მიაღწია.