ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

8 სექტემბერს ბუკინგემის სასახლიდან გავრცელდა საგანგაშო ცნობები იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა:

მისი შემდგომი გამოკვლევის შემდეგ დღეს დილით ექიმები შეშფოთებულნი არიან დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და რეკომენდაცია მისცეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს – განაცხადა ხუთშაბათს ბუკინგემის სასახლეს. ამ განცხადების მიხედვით, დედოფალი თავს კომფორტულად გრძნობს და ბალმორალში იმყოფება.

დედოფლის შვილი, პრინცი ჩარლზი, ბალმორალში – დედოფლის შოტლანდიის რეზიდენციაში ჩავიდა და მასთან ერთად იმყოფება. ჩარლზთან ერთად არის მისი ცოლიც. ბალმორალში გაემგზავრა პრინცი უილიამიც.

ბალმორალში მიდის პრინცი ენდრიუ, პრინცესა ანა კი უკვე შოტლანდიაშია.

დედოფლის შვილიშვილი ჰარი და მისი ცოლი, მეგანიც შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის სასახლეში მიდიან, რათა დედოფალ ელისაბედის გვერდით იყვნენ– დაწერა როიტერმა მათ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

რამდენიმე დღის წინ 96 წლის ელისაბედ მეორემ უარი თქვა მთავრობის მინისტრთა საიდუმლო საბჭოში მონაწილეობაზე, რომლის სხდომა ინტერნეტით მიმდინარეობდა. ექიმებმა კი მას დასვენება ურჩიეს.

არსებობს შიშები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით –– ბევრად უფრო ცხადი, ვიდრე აქამდე ოდესმე, და ყოველგვარი მინიშნების გარეშე იმაზე, რომ საქმე ეხება მხოლოდ მობილურობის პრობლემას – ამბობს ბიბისის კორესპონდენტი სამეფო ოჯახის საკითხებში შონ კოჰლანი. გასული წლის ბოლოდან ბუკინგემის სასახლის განცხადებით დედოფალს პერიოდულად მობილობის პრობლემა ქონდა.

სასახლის ამჟამინდელი განცხადების ფორმულირებიდან გამომდინარე კი, მედია ვარაუდობს, რომ რაღაც უფრო სერიოზული ხდება.

ბიბისი წერს, რომ “ყველაზე ცუდი ვარიანტისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“.