ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბირთვული საფრთხის განსახილველად მოულოდნელი ვიზიტით აშშ–ში ჩავიდა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მოულოდნელად აშშ–ში გაემგზავრა, რათა უკრაინაში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია, მათ შორის ბირთვული შეტევის საფრთხე განიხილოს.

ამის შესახებ გამოცემა Evening standard  წერს. ბენ უოლესმა გააუქმა თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტში გამოსვლა და აშშ–ში გაემგზავრა იმისათვის, რომ პენტაგონში და თეთრ სახლში შეხვედრები გამართოს.

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, ჯეიმს ჰიპი ამბობს, რომ უოლესი შეხვდა თავის ამერიკელ კოლეგას “ისეთი საუბრისთვის, რომელიც სინამდვილეში დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ასეთი საუბრები აუცილებელია.“

გამოცემას თავდაცვის სამინისტროდან წყარო ეუბნება, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში უსაფრთხოების საკითხების განსახილველად წავიდა, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოებისა.