ბრიტანეთის პოლიციამ პრემიერ მინისტრი სუნაკი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა

გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ პრემიერი  სუნაკი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, კერძოდ მოძრავი მანქანის უკანა სავარძელში ღვედის გარეშე ჯდომის გამო დააჯარიმა.

ლანკაშირის პოლიციამ პარასკევს, საღამოს, 20 იანვარს, თავის Twitter მიკრობლოგზე გამოაცხადა, რომ ჯარიმა გამოიწერა “42 წლის მამაკაცზე ლონდონიდან”. დამნაშავის ვინაობა არ სახელდება.

თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ სუნაკმა სრულად აღიარა თავისი შეცდომა, ბოდიშს იხდის და, რა თქმა უნდა, გადაიხდის ჯარიმას. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულმა ინციდენტის ვიდეომ კრიტიკა გამოიწვია და მას შემდეგ წაიშალა.