ბრიტანეთის პროკურატურამ კევინ სპეისის 3 მამაკაცის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალი წაუყენა

ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ განაცხადა, რომ მსახიობ კევინ სპეისის სამი მამაკაცის მიმართ სექსუალური ძალადობაში ედება ბრალი.

ლონდონის პოლიციამ შეისწავლა მტკიცებულებები მას შემდეგ, რაც რამდენიმე განცხადება მიიღო შესაძლო კანონდარღვევების შესახებ, რომლებიც 2005–2013 წლებში მოხდა. ამის შემდეგ კი კევინ სპეისის ოთხ ეპიზოდში ბრალი წარედგინა. სამი საჩივარი ეხება სექსუალურ შევიწროებას, რომელსაც სავარაუდოდ ადგილი ქონდა ლონდონში. ერთს კი გლოსტერშირის საგრაფოში. სპეისის ასევე წარდგენილი აქვს ბრალი ლონდონში მომხდარ სერიოზულ სექსუალურ დანაშაულში.

პირველი ბრალდება უკავშირდება სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ლონდონში, 2005 წლის მარტში, მეორე 2008 წელს, ასევე ლონდონში მოხდა. მესამე განმცხადებელმა საჩივარი შეიტანა ინციდენტზე, რომელიც 2013 წლის აპრილში გლოსტერშირში მოხდა.

ბრიტანეთის პროკურატურამ გადაწყვიტა ბრალი წარედგინა სპეისისთვის, მაგრამ ოფიციალური პროცედურა ჯერ არ შემდგარა, რადგან მსახიობი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება.

პროკურატურის განსაუთრებულ საქმეთა განყოფილების მეთაური, როზმერი ეინსლი აცხადებს, რომ მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ პროურატურამ “მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას 62 წლის კევინ სპეისისთვის სამი მამაკაცის მიმართ სექსუალური ძალადობის 4 ეპიზოდში ბრალის წარდგენისთვის“.

“პროკურატურა შეახსენებს ყველას, რომ ბატონ სპეისის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება მიმდინარეობს და მას აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება.“– დასძენს ის.

პროკურატურას არ გაუკეთებია კომენტარის სპეისის შესაძლო ექსტრადირების შესახებ აშშ–დან. არადა სპეისი აშშ–ს მოქალაქეა.

ორგზის ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი არაერთ საკულტო ფილმში და სერიალში მონაწილეობდა. 2014–2015 წლებში ის ლონდონის თეატრ “ოლდ ვიკ“–ს ხელმძღვანელობდა.

კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში და ძალადობაში წარსულშიც არაერთხელ იყო ბრალდებული, რის გამოც მისი კარიერა პრაქტიკულად განადგურდა. თუმცა, 2019 წელს მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე სასამართლოში ფაქტიურად დაინგრა. აშშ–ს მასაჩუსეტსის შტატის პროკურატურამ დაუსაბუთებლად ცნო მის წინააღმდეგ 18 წლის ბიჭის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდება. ბიჭი ამტკიცებდა, რომ სპეისიმ მისი სექსუალური შევიწროება 2016 წელს სცადა, თუმცა სასამართლომ სპეისი უდანაშაულოდ ცნო. მსახიობს სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქვეყანაში ადანაშაულებდნენ, რაც მას კარიერის ფასად დაუჯდა, თუმცა არცერთი ბრალდება, ამ ერთის გარდა აქამდე სასამართლომდე არ მისულა.