ბრიტანეთში რუსეთის ყველა დიდი ბანკის აქტივები გაიყინება! – ბორის ჯონსონი

”ბრიტანეთში, რუსეთის ყველა დიდი ბანკის აქტივები გაიყინება!”- ამის შესახებ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.ჯონსონმა პარლამენტში გამოსვლისას რუსეთის წინააღმდეგ იმ უახლესი სანქციების დასახელება დაიწყო, რაზეც დასავლელი ლიდერები ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ.

სანქციები შეეხება რუსულ კომპანია აეროფლოტსაც. აეროფლოტი ბრიტანეთში მუშაობას ვეღარ შეძლებს, რუსული ბანკი ვითიბი კი, პრემიერის თქმით მთლიანად გაითიშება ბრიტანეთის საფინანსო სისტემიდან.