”რამდენიმე დღის წინ, მოგეხსენებათ, ბრიუსელში ვიყავი, თითქმის იდენტური ინფორმაცია მოვისმინე, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ძალიან ცნობილი ლიდერები, მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, იქნებ რამენაირად არ იქნას პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი მავნებლობა, ასეთი მტრობა ჩვენი ქვეყნის, უბრალოდ დანაშაულია. ამას აკეთებენ დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები”

განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.