ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო! – ვიოლა ფონ კრამონი

დამოუკიდებლობის შენარჩუნება ყოველთვის მარტივი არ არის ამ სამეზობლოში. მაგრამ კარგია, რომ საქართველო დაუბრუნდა ევროინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„26 მაისი იმის შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს. ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ

თითქმის მოგვარებული საპარლამენტო კრიზისი კარგი მაგალითია. თქვენ გამოწვევა შესაძლებლობად აქციეთ, ახლა თქვენი პარლამენტი უფრო სამართლიანია და უფრო დემოკრატიული, ვიდრე ადრე

დიდ გამოწვევად რჩება თქვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დეოკუპაცია რუსეთის ჯარისგან და ასობით ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლებში დაბრუნება. ევროკავშირი თქვენს გვერდითაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბრძოლაში“, – წერს კრამონი.