ბრძოლა იწყება აქ და ახლა! – ვარლამ გოლეთიანი

“ბრძოლა იწყება აქ და ახლა”, -განაცხადა “რიონის ხეობის მცველების”  ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ნამახვანჰესის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

“საკითხის გადასაჭრელად საჭიროა ჩენი ერთობა და სიმრავლე და ეს ერთობა და სიმრავლე მიღწეულია დღეს. ამიტომ ბრძოლა იწყება აქ და ახლა. ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე და ვიბრძოლდებთ იქამდე, სანამ ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება და დასრულდება ყველაფერი. უმნიშვნელოვანეს პრეცენდენტს ქმნით თითოეული თქვენგანი თუნდაც დღეს აქ მოსვლით”, – განაცხადა გოლეთიანმა