ბუნდესტაგი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მომავალს მხარს უჭერს – გერმანიის საელჩო

გერმანიის პარლამენტმა, ბუნდესთაგმა, მიიღო რეზოლუცია რომლითაც, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მომავალს მხარს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

“2022 წლის 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესთაგმა) მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“. მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით ბუნდესთაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას “მათ ევროპულ გზაზე”. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს”- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.