გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის დაჯავშნის ვებპორტალზე booking.moh.gov.ge-ზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

“გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ყველა ხარვეზის განმოსწორება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამდენად მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს”, – თქვა გაბუნიამ