გადადგეს იან კელის დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია – ირმა ინაშვილი

გადადგეს აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, – განაცხადა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

“გადადგეს აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის, მისი მოადგილის ცილისწამებლურ განცხადებებსა და ქმედებებზე, მათ მიერ ნინოწმინდის პანსიონატის მოსწავლეთა დაშინების, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე, და აქ არიან ნინოწმინდის პანსიონატის კურსდამთავრებულები. ასევე, ამ ბავშვების მოსყიდვის ფაქტებზე, რაც ჩვენი გადაცემის ეთერში გადაიცა, ეს კონკრეტული მტკიცებულებებია. სახალხო დამცველად არჩეულ იქნას ადამიანი, რომელიც აღჭურვილი იქნება ქართველი ხალხის ნდობით და არ იქნება ენჯეოების ინტერესების გამტარებელი”, – თქვა ინაშვილმა.