გადადგეს ღარიბაშვილი! – ჟურნალისტები 15:00 საათზე შსს-სთან აქციას გამართავენ

ფოტო : ნიკოლოზ ურუშაძე

მედიის წარმომადგენლები 15:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავენ და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და მოძალადეების დასჯას კიდევე ერთხელ მოითოხვენ.

“დღეს ჟურნალისტები 15:00 საათზე მივდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა მინისტრს შევახსენოთ, რომ დასაკავებლები არიან ორგანიზატორები და ვიქნებით ყველგან, სადაც არის დიპ.კორპუსი, იმიტომ რომ შევახსენოთ, რომ ამ ქვეყნის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი. სადაც იქნება ირაკლი ღარიბაშვილი პირველი კითხვა მასთან იქნება – როდის გადადგება”,– თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ფორმულას ტელეწამყვანის, ვახო სანაიას თქმით, ჟურნალისტებზე ძალადობაში უპირველესი დამნაშავე ირაკლი ღარიბაშვილია.

„ჩვენი აქციები გრძელდება, ჩვენ ვუთხარით ხალხს, რომ არ გავჩერდებით. არ ვიბრძვით არანაირი თანამდებობებიისთვის, არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. უპირველესი დამნაშავე არის ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი – მე ასე ვუწოდებ – რომლის ბრძანებითაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს კოლეგებს და ამ ძალადობას შეეწირა ლექსო ლაშქარავა”, – ამბობს ვახო სანაია.