გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე აცრილებსო!? – თუ გადარჩი, კი – კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმიანება ისრაელში ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვით კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების.

მისი თქმით, ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ, ვინც კოვიდი გადაიტანა და აიცრა.

“გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?” პასუხი მოკლე და ლაკონურია “თუ გადარჩი კი”.

რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ ინფიცირებულების 1/3-ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს) , ამიტომ დღეს რაც მყარად ვიცით ისა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა, ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული”,– წერს კულუმბეგოვი.