გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი – ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე

“გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი” – ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, განცხადება ძალიან მალე გახდება ცნობილი. პარტიის თავჯდომარემ, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აღნიშნული განცხადება, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“ჩემი თხოვნაა, რომ საზოგადოებას არ გაუკვირდეს, ამ პროცესს დასჭირდება რამდენიმე დღე. სხვადასხვა ინტერესია, პირველ რიგში, ერთობა ახლა პარტიაშია უზრუნველსაყოფი. არ იქნება ჩემი მხრიდან მართებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანდატი მაქვს, ხვალ დილით ჩავატარო ბრიფინგი და ჩემს თავზე ავიღო პასუხისმგებლობა ისე, რომ ვერ მივახერხო პარტიაში მაქსიმალურად ყველა მხარესთან საუბარი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.