გაერთიანებული ოპოზიცია უარს ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე

აჭარის უმაღლეს საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მანდატებზე უარს აცხადებს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“”სახელისუფლებო პარტიამ ყოველგვარი ნორმების დარღვევით 2-ჯერ მეტი მანდატი მიითვისა. 31 ოქტომბრის შედეგები არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლება, რომ უმრავლესობამ აირჩიოს ხელისუფლება. ამ ყველაფრის გათვალსიწინებით, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე, რომლებიც ხელისუფლებამ გადმოგვცა, მაგრამ არ ასახავს რეალობას. ხვალ 3 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლთან ჩატარდება აქცია ყველა აჭარაში მოქმედ პარტიასთან ერთად და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი ხმები”, – ამბობს ბრიფინგზე “ენმ”-ის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი.

პროტესტს უერთდებიან ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებმაც აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატები ვერ მიიღეს, ესენია — მოქალაქეები, ლელო, ევროპული საქართველო, სოლიდარობის ალიანსი, დემოკრატიული მოძრაობა, გირჩი.