გავასაჯაროებ NGO-ების, მედიების სიას, ვისაც სუს-ი აკონტროლებს, ოცნება აფინანსებს – გოგაშვილი

გავასაჯაროებ NGO-ების, მედიების სიას, ვისაც სუს-ი აკონტროლებს, ოცნება აფინანსებს – აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი.

“ქოცპარტია და სუსი აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ საბოტაჟს. ამ მიზნით ისინი დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ აძლევენ საშუალებას იყვნენ ჩართული რეალური რეფორმების პროცესში, რომელიც მოცემულია თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების სახით. ისინი იმიტირებულ სამუშაო ჯგუფებშიც კი ანაცვლებენ დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ისეთი ენჯეოებით (GONGO) რომლებიც სრულად კონტროლდებიან მათ მიერ. ასე ჩაანაცვლეს ISFED და საია ორი სხვა ორგანიზაციით საარჩევნო რეფორმების ჯგუფში და იგივეს აკეთებენ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ჩანაცვლებულ ორგანიზაციებს (GONGO) აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება სუსთანთანამშრომლობის, რასაც მე პირადად ვადასტურებ. მხედველობაში მაქვს “მრავალეროვანი საქართველო” და ფუტკარაძის ორგანიზაცია. ისინი ზედმიწევნით ასრულებენ სუსისდირექტივებს, არიან კოორდინაციაში ოფიცრებთან და შესაბამისად იღებენ პარტიის შავი სალაროდან დაფინანსებას ან სხვა პრივილეგიებს მთავრობიდან.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ქოცპარტიას და რუსულ სუსს ამ საბოტაჟის განხორციელებაში, მე საზოგადოებას მედიის საშუალებით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან და იმართებიან სუსისმიერ და ფინანსდებიან ქოცპარტიის შავი სალაროდან.

ქვეყანა უნდა იცნობდეს “ГРУსული ოცნების სალოსებს“.

ვემსახურები საქართველოს!

სოსო გოგაშვილი,

306-ე საკანი.”- წერს სოსო გოგაშვილი.