“ჩვენ გავხსენით ბაზრები. მანამ სანამ გასაღების ბაზარი იყო დაკეტილი, რა თქმა უნდა, ეს მოტივაციას უკარგავდა ადამიანს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ გავხსენით რუსეთის ბაზარი, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი მსოფლიოში და ყველა მიისწრაფვის ამ ბაზრის ასათვისებლად.

ამას გარდა, ჩვენ გავხსენით ევროკავშირის ბაზარი, ყველაზე დიდი ბაზარი, 500 მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი, რომელიც არის, ასევე, უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ფერმერებისთვის, რომ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. ამის შედეგად ჩვენ ექსპორტში გვაქვს ძალიან დიდი ზრდა”

განცხადა პრემიერმინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.