გაზაფხულზე ბეღურას ვესროლეთ ზარბაზანი, როცა დათვმა შემოგვიტია, დანის ამარა ვართ – ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ გაზაფხულზე როცა სხვა ქვეყნები ჩაიკეტა, მათთან ის მდგომარეობა იყო, რაც დღეს საქართველოშია, თუმცა დღეში 30 შემთხვევაზე საქართველოს გარდა არცერთი ქვეყანა არ ჩაკეტილა.

“როცა შენ დღეში 30-40 შემთხვევაზე შემოგაქვს ლოკდაუნი, ასუსტებ ეკონომიკას, ანგრევ ბიზნესს, აღარიბებ ხალხს, მერე უკვე დღეში 4000 შემთხვევაზე გიჭირს ამის შემოტანა. გახარიამ თქვა, ჩვენი მონაცემებით 125 ათას ადამიანს დავეხმარებით, ვინც სამსახურს დაკარგავსო, მინიმუმ 125 ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. 850 ათასი თვითდასაქმებულია ამ ქვეყანაში. ჩვენ გაზაფხულზე ბეღურას ვესროლეთ ზარბაზანი და დღეს, როცა დათვმა შემოგვიტია, დანის ამარად ვართ დარჩენილი”,- ამბობს ბაქრაძე ტვ პირველის ეთერში.

დღეს მთავრობამ შეზღუდვები დააწესა. 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში და ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება. აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა, რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე და სხვა.

რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ – სრულად.